2 3 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

საქართველო ნატო-ს ასპირანტ ქვეყნად პირველად მოიხსენიეს

ჩამოტვირთვა

2012 წლის ზაფხულში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალ პროექტს, summer job–ს განახორციელებს. დიმიტრი შაშკინმა სამინისტროს ახალი ინიციატივის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. შაშკინის განცხადებით, პროგრამის ფარგლებში ზაფხულის პერიოდში ყველა აკრედიტებული უნივერსიტეტის 25 ათასი სტუდენტი სურვილის შემთხვევაში დასაქმდება. დიმიტრი შაშკინმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კოლეგებს სამინისტროს 2012 წლის სტრატეგიული გეგმა გააცნო. მთავრობის სხდომაზე დიმიტრი შაშკინმა კიდევ რამდენიმე სიახლეზე ისაუბრა. განათლების მინისტრის განცხადებით, 2012 წლის აგვისტოს ბოლომდე საქართველოს 15 ქალაქში პროფესიული განათლების ცენტრები აშენდება, სადაც მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, ინგლისურისა და კომპიუტერის გარდა, პროფესიულ უნარჩვევებსაც დაეუფლონ. მთავრობის სხდომის დამთავრების შემდეგ, განცხადება ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემაც გააკეთა, ბარამიძე ნატო-ს მინისტერიალზე მიღებულ დოკუმენტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დოკუმენტში საქართველო იმ ქვეყნებს შორის არის მოხსენიებული, რომლებსაც უკვე მაპ–ი აქვს მიღებული. ბარამიძის განცხადებით, ნატო-ს მინისტერიალზე მიღებულ დოკუმენტში საქართველო ნატო-ს ასპირანტ ქვეყნად პირველად არის მოხსენიებული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები