მსოფლიო
ჯიოევა პუტინის მხარდასაჭერად სახალხო მოძრაობას აყალიბებს
2011-12-08 14:51:33
ჩამოტვირთვა
ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ალა ჯიოევა ვლადიმერ პუტინის მხარდასაჭერად სახალხო მოძრაობას აყალიბებს. ამ ინფორმაციას რუსული გამოცემა ინტერფაქსი ავრცელებს. როგორც ინტერფაქის იუწყება, ჯიოევას გუნდი და ყველა ვინც ე.წ. სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯიოევას მისცა ხმა რუსეთის საპრეზიდენტო არცევნებში პუტინს დაუჭერს მხარს. “მოძრაობაში გაერთიანდება ის 16 ათასი მოქალაქე, რომლებმაც 27 ნოემბერს მე მომცეს ხმა, ეს არის საუკეთესო საშუალება ჩვენი რუსული ორიენტაციის დასადასტურებლად და ვლადიმერ პუტინისა და დიმიტრი მედვედევისადმი მადლიერების გამოსახატავად“ - განაცხადა ჯიოევამ.
კომენტარები