2 3 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რუსეთმა ცხინვალთან დე-ფაქტო საზღვარი ჩაკეტა

ჩამოტვირთვა

დაპირისპირება ე.წ. სამხრეთ ოსეთში ისევ გრძელდება. დღეს რუსეთ-ცხინვალის ე.წ. საზღვარი დროებით ჩაიკეტა. რუსული მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ე.წ. სამხრეთ ოსეთში არსებული არასტაბილური პოლიტიკური ვითარების გამო, პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად მიიღეს . დღეს, გამთენიისას ე.წ. სამხრეთ ოსეთის გენერალური პროკურორის, თეიმურაზ ხუგაევის საცხოვრებელ ბინას ტანკსაწინააღმდეგო ტყვიამფრქვევიდან ესროლეს. ხუგაევის ინფორმაციით, ინციდენტი 05:10 საათზე მოხდა, არავინ დაშავებულა, თუმცა მისსა და მეზობლების ბინებში მინებია ჩამსხვრეული. მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა ედუარ კოკოითიმ კი, მომხდარ ფაქტს კარგად დაგეგმილი პროვოკაცია უწოდა. როგორც დე ფაქტო ლიდერმა აღნიშნა, გარკვეულ ძალებს სურთ, რომ "ოპოზიციასთან მიმდინარე დიალოგი სამართლებრივი ველიდან გამოვიდეს, რასაც ხელისუფლება არ დაუშვებს". კოკოითის განცხადებით, ყველა დამნაშავე სათანადოდ დაისჯება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები