2 3 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ცხარე დებატები პარლამენტში - საპარლამენტო ოპოზიცია ერთმანეთს დაუპირისპირდა

ჩამოტვირთვა

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის გამო საპარლამენტო ოპოზიცია ერთმანეთს დაუპირისპირდა. დაპირისპირება პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც ფრაქცია "ერთობა სამართლიანობის" წევრებმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვის შეჩერება მოითხოვეს, რომლითაც დეპუტატების რაოდენობა 150-დან 190-მდე უნდა გაიზარდოს. განცხადებები განხილვის შეჩერების თაობაზე დეპუტატებმა ჯონდი ბაღათურიამ და დიმიტრი ლორთქიფანიძემ გააკეთეს. ლორთქიფანიძემ საპარლამენტო უმცირესობას მიმართა, რომ ხელისუფლება კონსტიტუციის დარღვევაზე პასუხისმგებლობას საპარლამენტო უმცირესობას ჰკიდებს და მათ მოუწოდა, ამ პასუხისმგებლობაზე უარი ეთქვათ. საპარლამენტო უმცირესობისადმი ეს რეპლიკა გააპროტესტა დეპუტატმა ნუგზარ ერგემლიძემ, რომელსაც დიმიტრი ლორთქიფანიძემ შეახსენა, რომ სწორედ პირველი იყო უმცირესობიდან იმ დეპუტატებს შორის, რომელთაც საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირებას მოაწერეს ხელი. შემდეგ კი, სიტყვიერი დაპირისპირება თამაზ დიასამიძესა და ლევან ვეფხვაძეს შორის მოხდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები