მსოფლიო
„რუსეთის პოლიტიკური სისტემა უნდა შეიცვალოს“
2011-12-06 13:02:00
ჩამოტვირთვა
რუსეთის პოლიტიკური სისტემა უნდა შეიცვალოს, ამის შესახებ "ეხო მასკვის" ყოფილი საბჭოთა კავშირის პრეზიდენტმა მიხეილ გორბაჩოვმა განუცხადა.
"რუსეთის პოლიტიკური სისტემა უნდა შეიცვალოს ისე, რომ რეალურად ხალხის ძალაუფლებას წარმოადგენდეს", - აღნიშნა გორბაჩოვმა.
ამასთან, მან რუსეთის სათათბიროს არჩევნებთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და დასძინა, რომ არჩევნები არასამართლიანი იყო.
გორბაჩოვის აზრით, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დემოკრატიული არჩევნები 1989 წელს (უზენაესი საბჭოს) და 1990 წელს (სახალხო დეპუტატთა არჩევნები) გაიმართა.
კომენტარები