პოლიტიკა
ალა ჯიოევა პოლიტიკურ თავშესაფარს მოითხოვს
2011-12-06 13:00:56
ჩამოტვირთვა
ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ალა ჯიოევამ სააგენტო "ინტერფაქსთან" საუბარში განაცხადა, რომ სავარაუდოდ, პოლიტიკურ თავშესაფარს მოითხოვს. აღნიშნული განცხადება მან "უზენაესი სასამართლოს" დღევანდელი გადაწყვეტილების საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც ჯიოევას სარჩელის განხილვაზე უარი თქვა.
მას არ დაუკონკრეტებია, რომელ ქვეყანაში მოითხოვს პოლიტიკურ თავშესაფარს.
ამასთან, დღესვე, მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ განაცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც, "უკვე დარწმუნებით შეუძლია თქვას, რომ საქართველოს სპეცსამსახურები რესპუბლიკის საქმეებში ერევიან".
" დაზუსტებულია, რომ "ნარინჯისფერ რევოლუციას" სამხრეთ ოსეთში ქართული სპეცსამსახურები აფინანსებენ. როგორც პრეზიდენტი, გარანტიას ვიძლევი, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას აღვასრულებ და პროვოკატორთა მუქარასა და მოქმედებებზე პასუხი გადამწყვეტი იქნება, რა თქმა უნდა, კანონიერების ფარგლებში" ,– განაცხადა კოკოითიმ.
მისივე თქმით, "ყველა, ვინც რესპუბლიკაში უკანონო სტრუქტურებს ქმნის და მოსახლეობას სისხლისღვრისკენ მოუწოდებს, პასუხს აგებენ".
კოკოითის ხელისუფლებამ "საპრეზიდენტო არჩევნების" შედეგები გააუქმა და ალა ჯიოევას ხელახალ არჩევნებში მონაწილოება უაკრძალა. ჯიოევამ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა უშედეგოდ.
კომენტარები