2 3 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რუსული არჩევნების ქართული შეფასებები

ჩამოტვირთვა

სერიოზული დარღვევები, მასშტაბური გაყალბება, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების დაკავება, სხვადასხვა სახის საპროტესტო აქციები – ასე ჩატარდა რუსეთში ეგრედწოდებული „დემოკრატიული“ არჩევნები. წინასწარი ინფორმაციით, არჩევნებში „ედინაია რასსია“ ლიდერობს. პუტინის პარტიამ ამ დროისათვის ხმათა 50 პროცენტი დააგროვა. რუსეთის მოქალაქეთა ვარაუდი გამართლდა, არჩევნები პუტინის სასარგებლოდ, მისივე მაქინაციებით გაყალბდა. მოსახლეობა კი ქუჩაშია და საყოველთაო დაუმროჩილებლობისთვის ემზადება. ქართული პოლიტიკური სპექტრი რუსეთში ჩატარებულ არჩევნებს არადემოკრატიულსა და დასავლეთისათვის დადმულ სპექტაკლად მიიჩნევს. რუსეთის საკანონმდებლო ორგანოში კიდევ სამი სატელიტი პარტია მოხვდება. ცნობილი ხდება რომ, რომ კრემლის გადაწყვეტილებით, დუმაში ვერც ერთი ოპოზიციური მოძრაობა ვერ შევა. უმწვავეს შეფასებებს აკეთებენ დამკვირვებლები და ადამიანის უფლებათა დამცველები. საარჩევნო უბნებზე მიმდინარე ინცინდენტების პარალელურად კი „ცესკოში“ ხმების დათვლა გრძელდება. ის, რომ პუტინის პარტიას რეიტინგი საერთოდ არ აქვს, ხელს არ უშლის მის სათათბიროში უმრავლესობით მოსვლას. რუსეთის არჩევნების არადემოკრატიულ ჩატარებასთან დაკავშირებით მწვავე შეფასებები კეთდება თბილისშიც. რუსეთის არჩევნებს გუშინ ტრიუმფალურ მოედანზე არა მხოლოდ ასზე მეტი მოქალაქის, არამედ რუსი და უცხოელი ჟურნალისტების დაკავებაც მოყვა. რუსმა სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები ანტისახელისუფლებო ლოზუნგების სკანდირებისთვის, ჟურნალისტები კი ამ ფაქტის გაშუქების მცდელობისთვის დააკავეს. საბედნიეროდ, მოგვიანებით ჟურნალისტთა გათავისუფლება მოხერხდა. რუსეთის კანონმდებლობით, დუმის 450 დეპუტატს 5 წლის ვადით აირჩევენ. მოსკოვის ცენტრი ამ დროისთვის პოლიციის გაძლიერებული დაცვის ქვეშ რჩება, მობილიზებულია ძალოვან უწყებათა 51 ათას ხუთასი ადამიანი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები