2 3 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დუმის არჩევნებში "ედინაია რასია" ლიდერობს

ჩამოტვირთვა

სერიოზული დარღვევები და მასშტაბური გაყალბება რუსეთის საპარლამენტო არჩევნებზე. ლიდერობს პუტინის პარტია. "ედინაია რასიამ", წინასწარი ინფორმაციით, ხმების 50ი პროცენტი აიღო. რუსეთის საკანონმდებლო ორგანოში კიდევ სამი სატელიტი პარტია მოხვდება. კრემლის გადაწყვეტილებით, დუმაში ვერ შევა ვერც ერთი ოპოზიციური მოძრაობა. დამკვირვებლებისა და ადამიანის უფლებათა დამცველების წინასწარი დასკვნები საგანგაშოა - ხმების გაყალბება, დარღვევები და სერიოზული ინციდენტები უბნებზე. ცესკო-ში ხმებს ითვლიან, მოსახლეობა კი ქუჩაშია და საყოველთაო დაუმორჩილებლობის ფრონტის გამოცხადებისთვის ემზადება. არადემოკრატიული პროცესი და დასავლეთისთვის დადგმული სპექტაკლი,- ასე აფასებენ თბილისში რუსეთში მიმდინარე არჩევნებს. ქართველი ექსპერტების განცხადებით, შედეგები წინასწარვე ცნობილია. მიუხედავად იმისა, რომ პუტინის პარტიას რეიტინგი თითქმის აღარ აქვს, სათათბიროში უმრავლესობით კვლავ "ედინაია რასია მოვა. ლიბერალური კოალიციები კი დუმაში უმრავლესობით შესვლას ვერ შეძლებენ. ექსპერტების აზრით, ქვეყანაში პოლიტიკური კურსი არ შეიცვლება. დუმის 450 დეპუტატს 5 წლის ვადით ირჩევენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები