პოლიტიკა
„რუსეთის არჩევნებში დემოკრატიული ძალების გამარჯვება ნაკლებად სავარაუდოა“
2011-12-05 13:51:28
ჩამოტვირთვა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო კალანდაძე, რუსეთის არჩევნებში დემოკრატიული ძალების გამარჯვებას არ ვარაუდობს.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს, რუსეთში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ არჩევნებში დემოკრატიულმა ძალებმა გაიმარჯვონ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიმდინარე კვირაში დფაგეგმილი ვიზიტების შესახებაც ისაუბრა. ისრაელში გრიგოლ ვაშაძის სტუმრობა უახლოეს მომავალში იგეგმება. ნინო კალანდაძის თქმით, ისრაელსა და საქართველოს შორის ურთიერთობები არ შეფერხებულა.
საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის რამდენიმე ხნის წინ პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა და ებრაული მხარე კონსულტაციების შემდეგი რაუნდის უახლოეს პერიოდში გამართვას ითხოვს.
კომენტარები