მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდში
2011-12-04 18:39:37
ჩამოტვირთვა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ზუგდიდს ეწვია და დადიანების განახლებულ სასახლესთან ადგილობრივებს შეხვდა.
მოსახლეობა პრეზიდენტს ოვაციით შეხვდა. სააკაშვილი მათ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე ესაუბრა და სამეგრელოში დაგეგმილი გრანდიოზული პროექტები გააცნო.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ხვალიდან ზუგდიდის უნიკალური ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია დაიწყება, რომელიც დადიანების სასახლესთან მდებარეობს და ეკატერინე ჭავჭავაძის ინიციატივით გაშენდა.
სააკაშვილის თქმით, ქალაქგარეთ ახალი სტადიონი აშენდება, ძველი სტადიონის ადგილზე კი, რომელიც დადიანების სასახლესთან მდებარეობს და მის ისტორიულ იერსახეს ცვლის, გასართობი და დასასვენებელი ცენტრი იქნება.
პრეზიდენტმა ასევე ანაკლიასა და ყულევს შორის ახალი ქართული ქალაქის - ლაზიკას მშენებლობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ეს იქნება საქართველოში სიდიდით მეორე ქალაქი, რომლის მშენებლობაც გაზაფხულზე დაიწყება.
სააკაშვილმა საქართველოდან წასულ ქართველებს სამშობლოში დაბრუნებისკენ და ქვეყნის აღმშენებლობაში ჩართვისკენ მოუწოდა.
მოსახლეობასთან შეხვედრისას სააკაშვილმა მესტიაში თეთნულდის სათხილამურო ტრასისა და ანაკლიაში პორტის მშენებლობაზე და ფოთში მიმდინარე რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტზეც ისაუბრა.
კომენტარები