მსოფლიო
არჩევნები რუსეთში
2011-12-04 16:47:38
ჩამოტვირთვა
რუსეთში სახელმწიფო სათათბიროს ახალი მოწვევის დეპუტატებს ირჩევენ. პირველად თანამედროვე რუსეთის ისტორიაში, არჩევნებზე ყველა დარეგისტრირებული პოლიტიკური პარტია დაუშვეს – "ედინაია რასია", "კომუნისტური პარტია", "სპრავედლივაია რასია", ასევე, ის პარტიები, რომლებიც ქვედა პალატაში არ არიან წარმოდგენილნი – "იაბლოკო", "პრავოე დელო" და "პატრიოტი რასიი".
დეპუტატებს პროპორციული სისტემით ირჩევენ – პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული სიიდან. დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად პარტიამ 5-6%-იანი ბარიერი უნდა გადალახოს, თუმცა, სრულფასოვანი წარმომადგენლობისთვის ამომრჩეველთა ხმების 7%-ზე მეტი სჭირდება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ლეონიდ ივლევის ინფორმაციით, კონკურსი საკმაოდ დიდია - დეპუტატის ერთ სავარძელზე 8 პრეტენდენტი მოდის.
არჩევნების ჩასატარებლად დაბეჭდილია 112 მილიონამდე ბიულეტენი. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს 450 დეპუტატს 5 წლის ვადით ირჩევენ.
კომენტარები