მსოფლიო
გლდანში პროფესიული გადამზადების ახალი ცენტრის მშენებლობა დაიწყო
2011-12-03 17:09:50
ჩამოტვირთვა
საქართველოს პრეზიდენტმა საძირკველში კაფსულის ჩაშვებით, გლდანში პროფესიული გადამზადების ახალი ცენტრისა და საცურაო აუზის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. პირველი სამშენებლო სამუშაო თავად პრეზიდენტმა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით შეასრულა.
პროფესიული ცენტრის გახსნის მიზანი თბილისის გარეუბნებში მცხოვრები მოსახლეობის გადამზადება და მათი თვითრეალიზებისთვის ხელშეწყობაა. აღნიშნული ცენტრი მაისში გაიხსნება და მისი მთავარი ფუნქცია კადრების გადამზადება და შრომით ბაზარზე მათი დასაქმება იქნება. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით მსგავსი პროექტები თბილისის სხვა გარეუბნებშც ამოქმედდება.
კომენტარები