მსოფლიო
რუსეთში „სიჩუმის დღე“ გამოცხადდა
2011-12-03 15:04:20
ჩამოტვირთვა
სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების წინ რუსეთში "სიჩუმის დღე" გამოცხადდა. ადგილობრივი დროით ღამის 12 საათიდან ყოველგვარი აგიტაცია აიკრძალა.
არჩევნებში ყველა დარეგისტრირებული პოლიტიკური პარტია დაუშვეს: "ედინაია როსია", ”კომუნისტური პარტია”, "სპრავედლივაია როსია", ასევე ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ქვედა პალატაში არ არიან წარმოდგენილი – "იაბლოკო", "პრავოე დელო" და "პატრიოტი როსიი".
არჩევნები ხვალ, 4 დეკემბერს გაიმართება. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს 450 დეპუტატს 5 წლის ვადით ირჩევენ.
კომენტარები