პოლიტიკა
გაერო-ში სირიის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღეს
2011-12-03 13:52:11
ჩამოტვირთვა
გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ სირიის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო.
გავრცელებული ინფორმაციით, რეზოლუცია წუხელ დამტკიცდა და მასში ბაშარ ასადის რეჟიმის ქმედებები "კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულადაა" შეფასებული.
რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს რუსეთმა, ჩინეთმა, კუბამ და ეკვადორმა. როგორც რუსული მხარე აცხადებს, დოკუმენტი "ცალმხრივი და პოლიტიზებულია". გარდა ამისა, მოსკოვში ეჭვობენ, რომ რეზოლუცია სირიის ხელისუფლების დასამხობად "ინტერვენციას გაუხსნის გზას".
სირიაში არეულობა რამდენიმე თვეა გრძელდება. ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლებს ათასობით ადამიანი ემსხვერპლა.
კომენტარები