2 3 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ცხინვალში ვითარება კვლავ დაძაბულია

ჩამოტვირთვა

ე.წ სამხრთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატი ალა ჯიოევა დე ფაქტო ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს დღეს განაგრძობს. ჯიოევამ საკუთარი წარმომადგენლების მეშვეობით დე ფაქტო რესპუბლიკის მოქმედ პრეზიდენტ ედუარდ კოკოითის მიმართვა გადასცა, რომელშიც ითხოვს, არჩევნებში მისი გამარჯვება აღიარონ. ალა ჯიოევას მომხრეები ამ დრომდე ცხინვალის ე.წ მთავრობის სახლთან გაშლილ კარვებში რჩებიან. კოკოითი მიიჩნევს, რომ ალა ჯიოევას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, მომავალი წლის მარტში დანიშნულ არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინოს. "თუმცა, ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა, საბოლოო სიტყვა სამხრეთ ოსეთის უზენაეს სასამართლოს ეკუთვნის",- აღნიშნა კოკოითიმ. მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა პირობა მისცა ალა ჯიოევას მხარდამჭერ მომიტინგეებს, რომ მათ სამართლებრივ დევნას არ დაიწყებს. მან იმედი გამოთქვა, რომ ალა ჯიოევასთან კონსტრუქციული დიალოგი გაგრძელდება. ე.წ სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატმა ალა ჯიოევამ გაიმარჯვა, თუმცა მისი კონკურენტის, ანატოლი ბიბილოვის, სარჩელის საფუძველზე, დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ არჩევნების შედეგები ბათილად სცნო და ჯიოევას განმეორებით არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები