2 3 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ე.წ. სამხრეთ ოსეთში სამოქალაქო დაპირისპირება იწყება

ჩამოტვირთვა

დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატის, ალა ჯიოევასა და რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენლის, სერგეი ვინოკუროვის მოლაპარაკება დღეს უშედეგოდ დასრულდა. ჯიოევა განცხადებით მოლაპარაკებები ხვალიდან განახლდება. მანვე აღნიშნა, რომ თუ მისი მომხრეების ქმედებები უკონტროლო გახდება, მთელ პასუხისმგებლობას არსებულ დე-ფაქტო ხელისუფლებას აკისრებს. ე.წ. სამხრეთ ოსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ანატოლი ბარანკევიჩის ინფორმაციით, ვინოკუროვი მოსკოვში უნდა გაემგზავროს, რათა რუსეთის ხელისუფლებას ცხინვალში შექმნილი ვითარების შესახებ მოახსენოს. ცხინვალის ცენტრალურ ქუჩებში ჯავშანტექნიკა გამოჩნდა, შენობების სახურავებზე კი სნაიპერები არიან განლაგებულნი - ამის შესახებ "ვესტი" იუწყება. ცენტრალურ მოედანზე კვლავ იმყოფებიან ალა ჯიოევას მომხრეები, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების კანონიერად ცნობას ითხოვენ. ჯიოევას შტაბის წევრის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ანატოლი ბარანკევიჩის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ სამხედროების რიცხვი სულ უფრო მატულობს, ხალხი დაშლას არ აპირებს. "ჩვენი აქცია უვადოა, ვშლით კარვებს და არ დავიშლებით, ვიდრე უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუქმდება", - აღნიშნა ბარანკევიჩმა. ის დარწმუნებულია, რომ "რესპუბლიკის" არც ერთი ძალოვანი უწყება მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ცეცხლს არ გახსნის. ალა ჯიოევას შტაბში შეშფოთებულები არიან იმით, რომ, მათი ინფორმაციით, ჩრდილოეთ ოსეთის სამხედრო ქვედანაყოფები საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფებიან. "ჩვენთან ვლადიკავკაზიდან ჩამოდიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ გზაში სამხედროების აქტიური გადაადგილება შეინიშნება. ეს ჩვენ გვაშფოთებს, რადგან უცხო ადამიანმა შეიძლება მიტინგზე საბედისწერო გასროლა განახორციელოს", – განაცხადა ბარანკევიჩმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები