2 3 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

სკანდალური კლიპი youtube-ზე: „ბიძინა ივანიშვილი - საბჭოური ოცნება“

ჩამოტვირთვა

„საბჭოური ოცნება - ბიძინა ივანიშვილი“ - ასე ეწოდება ვიდეორგოლს, რომელიც „იუთუბიზე“ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. კლიპი იმპერიალისტური სულისკვეთების რუსი მომღერლის, ოლეგ გაზმანოვის, ასეთივე შინაარსის სიმღერაზე Сделан я в СССР არის დამზადებული. ვიდეოს მარჯვენა ქვედა კუთხეში პინგვინი ცეკვავს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის სახის ნაკვთები აქვს. სიმღერის ტექსტში რუსი მომღერალი, რომელიც არაერთხელ ჩასულა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რათა თანამემამულე ოკუპანტებისთვის ემღერა, ამაყობს, რომ ის სსრ კავშირში დაბადებულ-დამზადებულია და გაჰყვირის, რომ უკრაინა, მოლდოვა, ურალი, კავკასია - მისი ქვეყანაა. კლიპი ცოცხალი ჯაჭვის კადრებით მთავრდება, რითაც, სავარაუდოდ, ავტორს იმის თქმა სურს, რომ პუტინის ოცნებას ახდენა არ უწერია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები