მსოფლიო
ჯიოევამ თავი "პრეზიდენტად" გამოაცხადა
2011-11-30 14:00:14
ჩამოტვირთვა
ცხინვალის რეჟიმის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, რომელმაც ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა, გამარჯვებულმა კანდიდატმა ალა ჯიოევამ თავი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტად გამოაცხადა და 10-კაციანი სახელმწიფო საბჭოც ჩამოაყალიბა, რომელშიც თავდაცვის ყოფილი მინისტრი ანატოლი ბარანკევიჩიც მოხვდა.
არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა მთავარ ოპონენტს ანატოლი ბიბილოვს დამარცხების აღიარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და მოსალოდნელ არეულობაზე პასუხისმგებლობა პირადად კოკოითის დააკისრა.
თავად კოკოითი კი, რომლის თანაპარტიელიც ჯიოევასთან ბრძოლაში დამარცხდა, სამხრეთ ოსეთში სამოქალაქო ომს გამორიცხავს და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებს სამართლიანს უწოდებს.
ალა ჯიოევას დაუპირისპირდა ოკუპირებული რეგიონის ეგრეთ წოდებული გენერალური პროკურატურაც, რომელმაც გამარჯვებული კანდიდატი ფერადი რევოლუციის მომზადებაში დაადანაშაულა და ზომების მიღებითაც დაემუქრა. ჯიოევას მხარდასაჭერად ცხინვალში აქციები დაიწყო.
კომენტარები