პოლიტიკა
“შეაჩერეთ დებილები” - სტატია ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოვლენებზე
2011-11-30 11:37:51
ჩამოტვირთვა
რუსული გამოცემა "მასკოვსკი კამსამოლეცი" ე.წ. სამხრეთ ოსეთში ვითარების გამწვევებაზე წერს. ამ თემაზე მარინა პერევოზკინას სტატია სათაურით "შეაჩერეთ დებილები" გამოქვეყნდა.
ავტორს, რომელიც ცხინვალში შექმნილი ვითარების უშუალო მოწმეა, მიაჩნდა, რომ მის ქვეყანას "ნაძირლები მართავდნენ", თუმცა, ცხინვალში განვითარებულმა მოვლენებმა დაანახა, რომ მმართველები არა მხოლოდ ნაძირლები, არამედ დებილებიც არიან. ეს კი პერევოზკინას აზრით, ქვეყნის არსებობისთვის სახიფათოა.
ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ დე-ფაქტო საპრეზიდერნტო არჩევნებზე კრემლის მიერ ანატოლი ბიბილოვზე გათვლა არასწორი იყო, რადგან იგი მოსახლეობაში არაპოპულარულია და ვერ გაიმარჯვებდა. პერევოზკინას მიაჩნია, რომ შეიძლებოდა ისეთი კანდიატის პოვნა, რომელოც მოსკოვისთვისაც მისაღები იქნებოდა და ხალხისთვისაც, მაგრამ კრემლმა მაინც ბიბილოვი აირჩია.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო უმაღლესმა სასამართლომ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 29 ნოემბერს არშემდეგარად გამოაცხადა. დე-ფაქტო სასამართლომ მეორე ტურში გამარჯვებულ კანდიდატს ალა ჯიოევას მისი მომხრეეების მიერ ჩადენილი დარღვევების გამო ხელახალ არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა. დე-ფაქტო პარლამენტმა ხელახალი დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები 2012 წლის 25 მარტისთვის დანიშნა. ალა ჯიოევამ ამ გადაწყვეტილებების მიუხედავად თავი ე.წ. სმხრეთ ოსეთის პრეზიდენტად გამოაცხადა.
კომენტარები