პოლიტიკა
ე.წ სამხრეთ ოსეთში დე-ფაქტო არჩევნები 25 მარტს გაიმართება
2011-11-30 11:35:16
ჩამოტვირთვა
ე.წ. სამხრეთ ოსეთში ხელახალი დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები 2012 წლის 25 მარტისთვის დაინიშნა.
ხელახალი არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება დე-ფაქტო პარლამენტის პრეზიდიუმმა მიიღო. პრეზიდიუმის ამ გადაწყვეტილება პარლამენტის სესიაზე განიხილეს.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო უმაღლესმა სასამართლომ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები არშემდეგარად გამოაცხადა. დე-ფაქტო სასამართლომ მეორე ტურში გამარჯვებულ კანდიდატს, ალა ჯიოევას მისი მომხრეეების მიერ ჩადენილი დარღვევების გამო მომავალ არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა.
ე.წ. სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 27 ნოემბერს გაიმართა. დე-ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, არჩევნებში ალა ჯიოევამ გაიმარჯვა. ჯიოევას კონკურენტი ანატოლი ბიბილოვი დამარცხებას არ აღიარებს.
კომენტარები