პოლიტიკა
ცხინვალის რეგიონში ხელახალი დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები 2012 წლის 25 მარტისთვის დაინიშნა
2011-11-29 19:22:15
ჩამოტვირთვა
ე.წ. სამხრეთ ოსეთში ხელახალი დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები 2012 წლის 25 მარტისთვის დაინიშნა, - ამის შესახებ სააგენტო "რესი" იუწყება.
ხელახალი არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება დე-ფაქტო პარლამენტის პრეზიდიუმმა დღეს მიიღო. პრეზიდიუმის ამ გადაწყვეტილებას ამჟამად პარლამენტის სესიაზე განიხილავენ.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო უმაღლესმა სასამართლომ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები დღეს არშემდგარად გამოაცხადა. დე-ფაქტო სასამართლომ მეორე ტურში გამარჯვებულ კანდიდატს, ალა ჯიოევას მისი მომხრეეების მიერ ჩადენილი დარღვევების გამო ხელახალ არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა.
ე.წ. სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 27 ნოემბერს გაიმართა. დე-ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, არჩევნებში ალა ჯიოევამ გაიმარჯვა. ჯიოევას კონკურენტი ანატოლი ბიბილოვი დამარცხებას არ აღიარებს.
კომენტარები