პოლიტიკა
ამომრჩეველთა ერთიანი სიის დებულების შესახებ დოკუმენტი დაამტკიცეს
2011-11-29 18:12:24
ჩამოტვირთვა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს ამომრჩეველთა ერთიანი სიის დებულების შესახებ დოკუმენტი მიიღეს. მიღებულ დოკუმენტს საქართველოს პრეზიდენტი მიმდინარე კვირაშივე დაამტკიცებს.
მამუკა კაციტაძის განმარტებით, დებულება განსაზღვრავს კომისიის როგორც სამართლებრივ, ასევე სტრუქტურულ-ორგანიზაციულ საკითხებს, ამოცანებსა და მიზნებს, უფლებამოსილებებს, სამოქმედო გეგმებსა და მეთოდებს.
მისივე თქმით, კომისიის სურვილია, მიმდინარე კვირას კიდევ ერთი სხდომა ჩატარდეს, რაზეც პირველი რიგის ორგანიზაციული საკითხები იქნება განხილული, კერძოდ, აპარატის სტრუქტურა და საშტატო განრიგი, რომელიც დეკემბრის პირველი რიცხვებიდანვე შეუდგება პრაქტიკულ საქმიანობას.
კომენტარები