მსოფლიო
საქართველოს სომხეთის პრეზიდენტი ეწვევა
2011-11-29 08:32:28
ჩამოტვირთვა
საქართველოს დღეს, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით, სომხეთის პრეზიდენტი, სერჟ სარგსიანი, ეწვევა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო კალანდაძის, ცნობით, შეხვედრებზე ქვეყნებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილება. ხელი მოეწერება რამდენიმე სამართლებრივ დოკუმენტს, მათ შორის, სასაზღვრო თანამშრომლობის შესახებ, ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის პროტოკოლი გაფორმდება.
ნინო კალანდაძის განცხადებით, ეს არის საპასუხო ვიზიტი; მიხეილ სააკაშვილი სომხეთში იანვარში იმყოფებოდა.
კომენტარები