2 3 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ოკუპირებულ ცხინვალში ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ალა ჯიოევა ლიდერობს

ჩამოტვირთვა

ოკუპირებულ რეგიონში დე ფაქტო პრეზიდენტი, შესაძლოა, ქალი გახდეს. მარიონეტული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კრემლისთვის მიუღებელი კანდიდატი ალა ჯიოევა ლიდერობს, თუმცა საარჩევნო კომისია შედეგების გამოცხადებას გაურკვეველი მიზეზებით აყოვნებს. 85-დან 74 საარჩევნო უბნიდან მიღებული მონაცემების დათვლის შემდეგ ჯიოევამ ამომრჩეველთა ხმების დაახლოებით 57%, მისმა მოწინააღმდეგემ, პუტინის კანდიდატმა ანატოლი ბიბილოვმა კი 40% მიიღო. შედეგების გამო ცხინვალში დაძაბულობა მატულობს, ქუჩაში ორივე დე ფაქტო კანდიდატის მომხრეები შეიკრიბნენ. საერთაშორისო თანამეგობრობა კი, საქართველოს მსგავსად, თვითაღიარებული რეჟიმის მარიონეტულ არჩევნებს არალეგიტიმურად აფასებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები