2 3 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პოლიციის ახალი შენობა თემქაზე

ჩამოტვირთვა

თემქაზე, ავშნიანის დასახლებაში დღეს გლდანი- ნაძალადევის რაიონის პოლიციის მე-6 განყოფილება გაიხსნა. შენობის გახსნას შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და თბილისის მერი გიგი უგულავა ესწრებოდნენ. ორსართულიან გამჭვირვალე პოლიციის შენობაში 35 თანამშრომელი იმუშავებს, რომელიც თემქის მე-3 და მე-4 მიკრორაიონებში მცხოვრებ მოსახლეობას მოემსახურება. შეგახსენებთ, რომ 2008 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის რაიონებში პოლიციის 20 ახალი შენობა ააშენა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები