მსოფლიო
საპარლამენტო დებატები მთავრობის 10-პუნქტიანი გეგმის შესახებ
2011-11-25 22:32:37
ჩამოტვირთვა
პარლამენტში დღეს პოლიტიკური დებატები გაიმართა. განხილვის საგნად მთავრობის ის 10-პუნქტიანი გეგმა იქცა, რომელიც დეპუტატებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა წარუდგინა. ქვეყნის განვითარების პრიორიტეტულ საკითხებს შორის იყო, სოციალური პოლიტიკის, რეგიონული და ინფრასტრუქტურული განვითარების, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკისა და ჯანდაცვის პროექტები. გილაურმა დაგეგმილი და უკვე განხორციელებული რეფორმები დღეს დეპუტატებს საკუთარ ერთსაათიან მოხსენებაში წარუდგინა
მთავრობის 10-პუნქტიანი სტრატეგიული განვითარების გეგმას პარლამენტში ხანგრძლივი პოლიტიკური დებატები მოჰყვა. გილაურის მოხსენება საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს და სუფრაზე წარმოთქმულ გრძელ სადღეგრძელოს შეადარეს.
საპარლამნეტო უმრავლესობის განმარტებით კი ქვეყანა განვითარების გზაზეა და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს რეიტინგებით დასტურდება, რომ საქართველო ეკონომიკის სტაბილური ზრდისა და ფინანსირების გაუმჯობესების გზით მიდის. ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით, ეს წინსვლა სწორედ გატარებული რეფორმების შედეგია
დეპუტატთა გამოსვლის შემდეგ, გილაურმა საპარლამენტო უმცირესობას უპასუხა და აღნიშნა, რომ მათი კრიტიკა უარგუმენტოა და მოყვანილი განცხადებები მხოლოდ სიცრუე.
საპარლამენტო დებატების დასრულების შემდეგ, კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემაც გააკეთა.
პოლიტიკური დებატები დღეს პარლამენტში ,,ქრისტიან- დემოკრატიული“ მოძრაობის მოთხოვნით გაიმართა. დღევანდელი სესიით პარლამენტში ნოემბრის თვეში ტრადიციული სამთავრობო საათი დასრულდა.
კომენტარები