მსოფლიო
საკრებულომ თბილისის 2012 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
2011-11-25 20:05:08
ჩამოტვირთვა
თბილისის 2012 წლის ბიუჯეტი 648 მლნ ლარით განისაზღვრა. აქედან 90 მლნ 866 ათასი ლარი მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვისთვისაა გათვალისწინებული. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის - 120 მლნ 672 ათასი ლარი, ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობისათვის და ავარიული შენობების გამაგრებისათვის კი 102 მლნ 550 ათასი ლარი გამოიყო. 2012 წლის ბიუჯეტში "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის" პროექტისთვის - 36 მლნ 846 ათასი ლარი, პროექტისთვის "მოსახლეობის ხელშეწყობა" კი 19 მლნ 942 ათასი ლარია გათვალისწინებული. ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე 13 მლნ 410 ათასი ლარი დაიხარჯება. მომავალი წლის ბიუჯეტი დედაქალაქის საკრებულომ დღეს დაამკიცა. ბიუჯეტის განხილვას საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის წარმოამდგელებიც ესწრებოდნენ.
კომენტარები