2 3 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნიკა გილაური პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარსდგა

ჩამოტვირთვა

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დღეს პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარსდგა. ნიკა გილაურის განცხადებით, წელს პირველად შემცირდა უმუშევართა რაოდეობა, თუმცა საბოლოო მიზანი მიღწეული არ არის და დასასაქმებელი კიდევ ბევრი ადამიანია. პრემიერმა განათლების რეფორმაზეც ისაუბრა, როგორც უმუშევრობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთერთ მეთოდზე. მისივე თქმით, მთავრობის 10-პუნქტიანი გეგმა სწორედ არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად შემუშავდა და მასში ყველა პრიორიტეტი სწორად არის გათვალისწინებული. პრემიერ-მინისტრმა საქართველოში დაბანდებულ უცხოურ ინვესტიციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უცხოელი ბიზნესმენების საქართველოსადმი ნდობა უფრო მაღალია, ვიდრე ნატოს-სა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფო იტალიისადმი. ნიკა გილაურმა დეპუტატების წინაშე განაცხადა, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 3100 დოლარი იქნება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები