მსოფლიო
საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილების პროექტი ბიუროს სხდომაზე განიხილეს
2011-11-25 18:14:14
ჩამოტვირთვა
საგადასახასდო კოდექსში შესატანი ცვლილების პროექტი დღეს დეპუტატებმა ბიუროს სხდომაზე განიხილეს. წარმოდგენილი ცვლილებები, ბიზნესის სექტორთან კონსულტაციების შედეგად მომზადდადა და ე.წ. ფინანსური ამნისტიის საკითხს ეხება.
ახალი კანონპროექტის მიხედვით, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილი იქნება ჩამოწეროს საგადასახადო დავალიანება, მასზე დარიცხული საურავი და ჯარიმა იმ შემთხვევაში, თუ იგი საგადასახადო კანონმდებლობით აღიარებულად არ ითვლება.
ამავდროულად, იგეგმება საგადასახადო კანონდებლობისათვის უკუძალის მინიჭებაც. მთავრობის საპარლამენტო მდივანის, გია ხუროშვილის, განცხადებით, თუ მეწარმის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ნაბიჯები გადაიდგემება და კანონში შესაბამისი ნორმა შევა, მას უკუძალა მიენიჭება და კანონის მიღებამდე წარმოშობილ ურთერთობებზე აისახება.
კომენტარები