2 3 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ტუბერკულოზის პროგრამაში 2 400 000 ლარი არამიზნობრივად დაიხარჯა

ჩამოტვირთვა

არამიზნობრივად გახარჯული 2 მილიონ 400 ათასი ლარი– ფინანსური დარღვევები სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობაში. კონტროლის პალატამ 2008–11 წლებში ტუბერკულოზის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობა შეამოწმა, დასკვნა სკანდალურია. გაფლანგულია რამდენიმე მილიონი. სქემა ასეთი იყო – წინასწარი ინფორმაციით, თანხების მითვისებას ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობა 2 მექანიზმით ახერხებდა. ერთი– ისინი თავად აფუძნებდნენ კომპანიებს, შემდეგ კი ხელშეკრულებას სწორედ მათთან აფორმებდნენ და სახელმწიფო თანხებიც მათ ანგარიშზე მიდიოდა, ბოლო 3 წლის განმავლობაში სულ მილიონ 140 ათასი ლარი გადაირიცხა. მეორე- თანხების მითვისება ხდებოდა ქირურგიული ოპერაციების დროს. ხელოვნურად იყო გაზრდილი ოპერაციების ფასი, რაზეც ამ პერიოდში მილიონ 120 ათასი ლარი დაიხარჯა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები