პოლიტიკა
ტუბერკულოზის პროგრამაში 2 400 000 ლარი არამიზნობრივად დაიხარჯა
2011-11-24 16:03:54
ჩამოტვირთვა
არამიზნობრივად გახარჯული 2 მილიონ 400 ათასი ლარი– ფინანსური დარღვევები სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობაში. კონტროლის პალატამ 2008–11 წლებში ტუბერკულოზის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობა შეამოწმა, დასკვნა სკანდალურია.
გაფლანგულია რამდენიმე მილიონი. სქემა ასეთი იყო – წინასწარი ინფორმაციით, თანხების მითვისებას ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობა 2 მექანიზმით ახერხებდა. ერთი– ისინი თავად აფუძნებდნენ კომპანიებს, შემდეგ კი ხელშეკრულებას სწორედ მათთან აფორმებდნენ და სახელმწიფო თანხებიც მათ ანგარიშზე მიდიოდა, ბოლო 3 წლის განმავლობაში სულ მილიონ 140 ათასი ლარი გადაირიცხა.
მეორე- თანხების მითვისება ხდებოდა ქირურგიული ოპერაციების დროს. ხელოვნურად იყო გაზრდილი ოპერაციების ფასი, რაზეც ამ პერიოდში მილიონ 120 ათასი ლარი დაიხარჯა.
კომენტარები