2 3 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

8 წელი „ვარდების რევოლუციიდან“...

ჩამოტვირთვა

2003 წლის 23 ნოემბერი… შევარდნაძის 11 წლიანი მმართველობის დრო დასრულდა… საქართველოში ახალ, პროგრესულ პოლიტიკურ ძალასთან ერთად ცვლილებებისა და გარდატეხის პერიოდი დაიწყო... გარდამტეხი ეტაპი, რომელიც საქართველოს ისტორიაში ,,ვარდების რევოლუციის’’ სახელით შევიდა. 2011 წლის 23 ნოემბერი... ვარდების რევოლუციის შემდეგ 8 წელი გავიდა. მნიშვნელოვანი ინვესტიციები, აღდგენილი ინფრასტრუქტურა, პოლიციის რეფორმა, დაძლეული კორუფცია, განათლების, ჯანდაცვისა და კულტურული ობიექტების რეაბილიტაცია, სოციალური ტრანსფორმაცია, ეკონომიკის გაძლიერება – ეს იმ რეფორმების არასრული ჩამონათვალია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ 8 წლის განმავლობაში განახორციელა. რეგიონის ერთ–ერთი პროგრესული ქვეყანა – ეს არის საქართველოს 8 წლიანი პოლიტიკის შედეგი. საქართველოს მოსახლეობამ 8 წლის განმავლობაში არჩევანი პროგრესის სასარგებლოდ რამდენჯერმე გააკეთა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მსოფლიოს საზოგადოებას საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს აცნობდნენ. საქართველო მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. ქართველი ხალხი კი ევროპული პროცესის ნაწილად იქცა. დემოკრატიული მმართველობისა და კანონის უზენაესობის გამყარება, მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა – რეფორმატორების 8-წლიანმა პოლიტიკამ დადებითი შედეგები გამოიღო, რაც საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, ქვეყანაში როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური განვითარების კუთხით არსებული მიღწევების აღიარებაში აისახა. სტაბილურმა მაკროეკონემიკურმა გარემომ, ლიბერალურმა სავაჭრო რეჟიმმა, დაბალმა გადასახადებმა და არსებულმა საპრივატიზაციო პოლიტიკამ, საქართველო ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად და მიმზიდველ საინვესტიციო ქვეყნად აქცია. გატარებული რეფორმების შედეგად კი საქართველო, ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით, მსოფლიოში ერთ–ერთ უმარტივეს ადგილად იქცა. ”ის, ვისაც საქართველოს დაჩოქება სურს, მიხვდება, რომ საქართველო კიდევ უფრო გაძლიერდება’’ ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა 2006 წელს წმინდა გიორგის მონუმენტის საზეიმო გახსნის დროს გააკეთა. მას შემდეგ 5 წელი გავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში კი საქართველომ რუსეთის 2008 წლის აგრესია დაძლია, დაწყებული რეფორმები განახორციელა და ნატოსკენ სწრაფვა აქტიურად გააგრძელა. რუსულმა აგრესიამ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზის გადაკეტვა ვერ შეძლო. დღეს კი “ვარდების რევოლუციის” წარმატებასა და 8 წლიანი მმართველობის შედეგებზე, რევოლუციის გმირები საუბრობენ. 2003 წელს სახელმწიფოს სათავეში მოსული გუნდი პროგრესულ მმართველობას აგრძელებს. ხელისუფლების დაპირება თბილისის ქუჩების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით წარმატებით ხორციელდება. ერთი წლის წინ დაწყებული აღმაშენებლის ქუჩის რესტავრაცია დასრულებულია, თბილისის უძველესი ქუჩა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა საზეიმოდ გაიხსნა. მიხეილ სააკაშვილმა აღმაშენებლის გამზირზე მმართველობის 8 წელი და ,,ვარდების რევოლუცია’’ შეაფასა. ,,ვარდების რევოლუციის’’ 8 წლისთავთან დაკავშირებით დღეს ძველ თბილისში, რიყის პარკში ამერიკის ექს–პრეზიდენტის რონალდ რეიგანის ძეგლიც დაიდგა. ქართული საინიციატივო ჯგუფისა და რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ფონდის პარტნიორული შეთანხმების შედეგად, საქართველოში რეიგანის სახელობის თავისუფლების ცენტრიც გაიხსნა. გასაკეთებელი კიდევ ბევრია – რეფორმატორული ხელისუფლების ქვეყნის სათავეში მოსვლის დღიდან ეს ლოზუნგი, მმართველი ძალის მთავარ პრინციპად გადაიქცა. განხორციელებული რეფორმების ფუძემდებლად კი 2003 წლის 23 ნოემბერი იქცა...

კომენტარები

მსგავსი სიახლეები