2 3 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

პრეზიდენტმა აღმაშენებლის განახლებული გამზირი გახსნა

ჩამოტვირთვა

განახლებული სიცოცხლე თბილისის კიდევ ერთ უბანში - აღმაშენებელის გამზირი დღეს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ვარდების რევოლუციის რვა წლის თავსა და გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულზე, ახალი უბანი საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ქალაქის მერთან, გიგი უგულავასთან, ერთად გახსნა. პრეზიდენტის გამოსვლა, თითქმის, ნახევარ საათს გაგრძელდა. მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მასშტაბით განხორციელებული პროექტები მოკლედ შეაჯამა და თბილისელებს კიდევ მრავალი ისეთი პროექტის განხორციელებას დაჰპირდა, რომლებიც ქალაქს უფრო ლამაზსა და კონფორტულს გახდის. პრეზიდენტმა ქვეყნის განვითარების კუთხით არსებულ იმ მიღწევებზე ისაუბრა, რომლებიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ყველა დასავლურ კვლევაშ დაფიქსირდა. თითქმის გამოსვლის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი, განახლებული უბნის დასათვალიერებლად შეკრებილ მოქალაქეებს შეხვდა. პრეზიდენტმა ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრიდან მარჯანიშვილის მეტრო სადგურამდე ფეხით გაისეირნა. გზადაგზა, აღმაშენებელზე მდებარე მაღაზიათა ქსელების თანამშრომლებს შეხვდა, ხოლო შემდეგ, მეტროსადგურის საშუალებით, რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლა. განახლებული აღმაშენებლის გამზირით აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ თბილისის მკვიდრნი. სპეციალურად ამ დღისთვის, აღმაშენებლის გამზირზე სტუმრები თბილისის გარეუბნებიდანაც მივიდნენ. აღმაშენებლის გამზირის განახლება თითქმის ერთი წელია მიმდინარეობს, სრულად განახლდა გამზირი და მკვეთი ქუჩები. გარდა ამისა დღეს თბილისში კიდევ ერთი რონისძიებაა დაგეგმილი. რიყეზე აშშ-ს პრეზიდენტის რეიგანის ძეგლს დადგამენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები