2 3 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მედვედევმა ომის გაჩაღება აღიარა, საქართველოში მაინც არ სჯერათ...

ჩამოტვირთვა

„2008 წელს ჩვენ რომ მერყეობა გამოგვეჩინა, სხვა გეოპოლიტიკური ვითარება იქნებოდა და მთელი რიგი ქვეყნები, რომელთა ჩრდილოატრანტიკურ ალიანსში შეთრევას ხელოვნურად ცდილობდნენ ახლა იქ იქნებოდნენ,"რომ არ ყოფილიყო ომი საქართველოსთან, რუსეთის უარყოფითი პოზიციის მიუხედავად, ნატო-ში რამდენიმე ქვეყანას ერთად მიიღებდნენ“ - ეს განცხადება დიმიტრი მედვედევმა 58-ე არმიის სამხედრო კონტიგენტთან შეხვედრაზე გუშინ გააკეთა. ამ განცხადების შემდეგ დიპლომატიური წრეებისთვის ნათელი გახდა 2008 წლის ომის გაჩაღების მიზეზებიც და ავტორებიც. ექსპერტები და ოფიციალური პირები თვლიან რომ რუსეთის პირველმა პირმა დიპლომატიური შეცდომა დაუშვა და ნათქვამი უბრალოდ წამოსცდა. მედვედევის აღიარება დაემთხვა ევროპარლამენტის რეზოლუციის მიღებას, სადაც საუბარია რუსეთის მხრიდან საქართველოს ოცი პროცენტის ოკუპაციაზე. ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის დამტკიცებისა და რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის გუშინდელი განცხადების შემდეგ დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით ოპოზიციის ნაწილის დამოკიდებულებით კიდევ ერთხელ დაინტერესდა, წიკლაურის განცხადებას გამოეხმაურა პავლე კუბლაშვილიც, რომლის შეფასებით მედვედევის განცხადება ნიშანდობლივია, რადგან საქართველოში პოლიტიკოსთა გარკვეული სპექტრი ჯერ კიდევ აპელირებს რომ ომი საქართველომ დაიწყო, კუბლაშვილის შეფასება ამ პოლიტიკოსების მიმართ ცალსახა და მკაცრი იყო. მედვედევის განცხადება შეაფასა და უმრავლესობის კითხვებს უპასუხა ქრისტიან დემოკრატების ლიდერმა გიორგი თარგამაძემაც. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლა, რომელშიც პირდაპირ აღირებულია რუსეთის მხრიდან 2008 წლის ომის ინსპირირება, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია დასავლელი პარტნიორებისთვის, რადგან ისინი პირდაპირ შეფასებებს გვერდს ვეღარ აუვლიან. წიკალურის გამოსვლას საპარლამენტო ოპოზიციის კიდევ ერთი წევრი ჯონდი ბაღათურია გამოეხმაურა,. ქართული დასის ლიდერმა წიკლაურის გამოსვლა პროვოკაციად შეაფასა. მედვედევის განცხადებას ოპოზიციის კიდევ ერთი ლიდერი გამოეხმაურა. აიტივის მედიაკლუბში სტუმრად მოსული ედეპეს ლიდერის ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, მედვედევის აღიარებამ ომის დაწყებასთან დაკავშირებით ქართველ და უცხოელ პოლიტიკოსთა შეკითხვებს ცალსახა პასუხი გასცა. გარდა ამისა ქარდავამ იმ პოლიტიკოსთა განმარტების მოსმენაც მოითხოვა, ვინც ამ ხნის მანზილზე აპელირებდა, რომ ცხინვალი ქართული მხარის მიერ იბომბებოდა. მედვედევის განცხადებას დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა. საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, აღნიშნული გამოსვლის შემდეგ სრულიად აშკარაა, რომ 90-იანი წლებიდან სუვერენული საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას და 2008 წლის აგვისტოს ომს ჰქონდათ და აქვთ კონკრეტული მიზნები - ცივილიზებულ სამყაროში, კერძოდ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციისთვის ხელის შეშლა, საქართველოს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დამხობა და მიმდინარე რეფორმების შეჩერება. გრიგოლ ვაშაძემ კრემლი დაამშვიდა და აღნიშნა, რომ ნატოში საქართველოს ნატოში ინტეგრაციას წინ ვერაფერი დაუდგება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები