მსოფლიო
ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტების სახელმწიფო კომისიის სხდომა ცესკოში
2011-11-21 18:29:51
ჩამოტვირთვა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტების სახელმწიფო კომისიის მეორე სხდომა გაიმართა. პოლიტიკოსებმა განიხილეს დებულება, რომლის მიხედვითაც კომისიის მუშაობის წესი, სტრუქტურა და სხვა ღონისძიებები უნდა განისაზღვროს. კომისიის წევრთა განმარტებით, შეთანხმების საბოლოო ვარიანტი მომავალ სხდომაზე შემუშავდება, რის შემდეგაც დასამტკიცებლად გადაეგზავნება ქვეყნის პრეზიდენტს. დებულების დამტკიცების შემდეგ კომისია კონკრეტული ქმედებების განხორციელებას დაიწყებს.
კომენტარები