2 3 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მიხეილ სააკაშვილმა აღმაშენებლის გამზირი მოინახულა

ჩამოტვირთვა

აღმაშენებლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ დღეში მთლიანად დასრულდება და განახლებული გამზირი 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე გაიხსნება. გამზირი გვიან ღამით საქართველოს პრეზიდენტმა დაათვალიერა, სადაც სამუშაოები 24–საათიან, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მიხეილ სააკაშვილმა აღმაშენებლის გამზირი მთლიანად ფეხით გაიარა და მიმდინარე სამუშაოებს დეტალურად გაეცნო. პრეზიდენტთან ერთად დედაქალაქის ვიცე-მერი დავით ნინიძეც იმყოფებოდა. აღმაშენებლის გამზირზე მთლიანად გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც წლების განმავლობაში ამორტიზებული იყო. ძველ შენობებს კი თავისი იერსახე შეუნარჩუნდა და მთლიანად განახლდა. შეკეთდა როგორც ფასადები, ასევე საფუძვლიანად გამაგრდა შენობების საძირკველი. მოპირკეთდა ქუჩები და მთლიანად განათდა გამზირი. აღმაშენებლის გამზირის დათვალიერებისას პრეზიდენტი ადგილობრივ მოსახლეობასა და სამშენებლო ობიექტებზე დასაქმებულ ადამიანებსაც გაესაუბრა. სააკაშვილის თქმით, მისი ცხოვრების დიდი ნაწილი სწორედ თბილისის ამ ძველ უბანს უკავშირდება და იმედოვნებს, რომ ის, წინა წლებისგან განსხვავებით, პრივილეგირებული უბანი გახდება. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, თბილისის ძველი უბნების განახლება მომავალშიც გაგრძელდება. საქართველოს პრეზიდენტის შემდეგ კი აღმაშენებლის განახლებული გამზირი შინაგან საქმეთა მინისტრმა დაათვალიერა. ვანო მერაბიშვილი ადგილზე გაეცნო მიმდინარე სამუშაოებს და პირადად გაესაუბრა იქ დასაქმებულ მუშებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები