მსოფლიო
ნინო კალანდაძე კონდოლიზა რაისის მემუარებს გამოეხმაურა
2011-11-21 14:34:41
ჩამოტვირთვა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის მემუარებს გამოეხმაურა. ნინო კალანდაძის განცხადებით, არსებობს იურიდიული დოკუმენტები, რომლებზეც დაყრდნობით ცალსახაა, რომ საქართველოს აგვისტოში ომი არ დაუწყია. მისივე თქმით, ყველა ანალიტიკურ თუ სამართლებრივ დოკუმენტში ასახულია, თუ რამდენად დიდი ხნით ადრე ემზადებოდა რუსეთი აგვისტოს ომისთვის. ნინო კალანდაძე საფრანგეთში დაკავებული ქართველების თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ მათ შესახებ დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა აღნიშნა, რომ საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეების სასამართლო პროცესი დღეს უნდა გაიმართოს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების ვიზიტზეც ისაუბრა, რომლის შემადგენლობაშიც ევროკავშირის, გაერო-ს, ასევე ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის წარმომადგენლები შედიოდნენ.
კომენტარები