2 3 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მთავრობა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით კმაყოფილია

ჩამოტვირთვა

მთავრობა 10 თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით კმაყოფილია. ბოლო 10 თვის მაკროეკეონომიკური მონაცემები პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე შეაჯამა. ნიკა გილაურის განცხადებით, 10 თვის ეკონომიკური აქტივობა არის 6,5%, რაც მისი თქმით, საკმაოდ მაღალი ციფრია. პრემიერ-მინისტრის გათვლებით, წლის ბოლოს ეკონომიკური ზრდა 6%-ზე მაღალი იქნება. თუმცა როგორც გილაური განმარტავს, მთავრობა ეკონომიკური ზრდის ოფიციალურ მონაცემებს არ ცვლის. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებელი იზრდება იმ ფონზე, როდესაც ოცმა ქვეყანამ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შეამცირა და როდესაც მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები