2 3 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ევროპარლამენტმა რუსეთს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შეწყვეტისკენ მოუწოდა

ჩამოტვირთვა

ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, რომელშიც რუსეთს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შეწყვეტისკენ მოუწოდებს . ამგვარი პოზიცია დაფიქსირდა დოკუმენტში, რომელიც კშიშტოფ ლისეკის მიერ წარდგენილი ანგარიშის საფუძველზე მიიღეს. ევროპარლამენტის წევრები მოუწოდებენ ევროკავშირს, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულ ტერიტორიებად აღიაროს და აწარმოოს მოლაპარაკებები რუსეთთან, რათა მთლიანად შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და დაუშვას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. "ევროკავშირმა ასევე უნდა მოუწოდოს რუსეთს, შეცვალოს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების გამოყოფის აღიარება და დაასრულოს საქართველოს ამ ტერიტორიების ოკუპაცია. წევრები გამოხატავენ შეშფოთებას, გასული წლის შემდეგ საქართველოში ტერორისტული შეტევების გამო ~- ნათქვამია რეზოლუციაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები