2 3 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კეტრინ ეშტონი უკვე თბილისშია

ჩამოტვირთვა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი კომისარი, კეტრინ ეშტონი, უკვე თბილისშია. საქართველოში ეს მისი მეორე ვიზიტია. დედაქალაქში ის ბაქოდან კავკასიური ტურნეს ფარგლებში ჩამოფრინდა. ეშტონი პრეზიდენტ სააკაშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება. საუბრის ძირითადი თემა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, თავისუფალი ვაჭრობის საკითხზე საქართველოსთან მოლაპარაკების დაწყება და სავიზო რეჟიმის გამარტივება იქნება. ამ საკითხებსა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის დასაჩქარებლად ეშტონის ვიზიტამდე ევროკავშირის მინისტერიალზე სპეციალური მიმართვა შეიმუშავეს. ლიტვის ინიციატივით შექმნილ საქართველოს მხარდამჭერ წერილს 8 ქვეყანამ ბრიუსელში მოაწერა ხელი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები