მსოფლიო
ფემინისტებმა ბერლუსკონი „საზეიმოდ“ გააცილეს
2011-11-15 16:34:32
ჩამოტვირთვა
ფემინის აქტივისტებმა და მათმა მხარდამჭერებმა ხმაურიანი აქციები კვლავ განაახლეს. ამჯერადაც არაორდინალურობითა და ფემინური ხერხებით ცნობილი ახალგზრდები ბერლუსკონის გადადგომას აღნიშნავდნენ. პლაკატებით შეიარაღებულმა აქციის მონაწილეებმა პრემიერის გადადგომა შამპანურით აღნიშნეს და „ბელა ჩაოს“ მოტივებზეც კი იცეკვეს. ფემინისტებმა ჯერ ტრუსის ფორმის პლაკატები დააფინეს, შემდეგ კი თავისი საცვლები გაიხადეს. საბოლოოდ, ბერლუსკონის გადადგომის „საზეიმო“ აქცია პოლიციამ დაშალა.
კომენტარები