2 3 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

დიმიტრი მედვედევისთვის საპრემიერო პროგრამას წერენ

ჩამოტვირთვა

დიმიტრი მედვედევისთვის საპრემიერო პროგრამას წერენ, რომელსაც სავარაუდოდ, "მედვედევის ასი დღე" ერქმევა. ამის შესახებ რუსულ გამოცემა "ვედომოსტის" სანდო წყაროებმა განუცხადეს. გამოცემის ცნობით, აღნიშნულ პროგრამაზე რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ვლადისლავ სურკოვი და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ელვირა ნაბიულინა მუშაობენ. პროგრამის შემუშავებაში ვლადიმერ პუტინი და დიმიტრი მედვედევი ჯერ არ ჩარეულან, თუმცა მოსალოდნელია, რომ მედვედევის მიერ ინიციერებული ე.წ. "დიდი მთავრობის" პროექტის ფარგლებში პროგრამის რეგულარული განხილვა მოეწყობა. გამოცემა წერს, რომ საპრემიერო პროგრამას შესაძლოა, სახელი გადაერქვას და მას "მედვედევის პირველი ნაბიჯები" ეწოდოს. რუსეთში 2012 წელს პრეზიდენტის სავარძელს ვლადიმერ პუტინი დაიკავებს, დიმიტრი მედვედევი კი პრემიერ-მინისტრი გახდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები