მსოფლიო
ევროკავშირის 8 ქვეყანა საქართველოს ევროინტეგრაციის დაჩქარებას ითხოვს
2011-11-15 12:19:02
ჩამოტვირთვა
ევროკავშირის 8 ქვეყანა საქართველოს ევროინტეგრაციის დაჩქარებას ითხოვს.
საგანგებო განცხადებები ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე ბულგარეთის, ჩეხეთის, უნგრეთის, ლატვიის, ლიტვის, ესტონეთის, პოლონეთისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გააკეთეს.
მათ ევროკავშირის 4 უმაღლეს კომისარს სპეციალური წერილით მიმართეს, სადაც იმ პროგრესზეა საუბარი, რასაც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საგარეო უწყებების ხელმძღვანელები ევროკავშირს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობისა და უვიზო რეჟიმის დამყარების შესახებ შეთანხმების დადებისკენ მოუწოდებენ. ინიციატივა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს, აუდრონის აჟუბალისს ეკუთვნის.
კომენტარები