2 3 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ ცხინვალის არჩევნები მორიგი რუსული პროვოკაციაა

ჩამოტვირთვა

ქეთრინ ეშტონის ვიზიტი იქნება გაგრძელება იმ ინტენსიური კომუნიკაციისა, რომელსაც ქართული დიპლომატია ბოლო წლების განმავლობაში ახორციელებს. ეს განცხადება პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე გააკეთა. მისივე თქმით, ეშტონის ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ განცხადებების კონტექსტშიც, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირის დაახლოებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ თბილისში ყოფნისას გააკეთა. მანანა მანჯგალაძე ცხინვალში ჩატარებულ არჩევნებსაც გამოეხმაურა, პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც საოკუპაციო ხელისუფლების მხრიდან ხორციელდება, რუსეთის პროვოკაციული ჯაჭვის გაგრძელებაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები