მსოფლიო
მარიონეტული რეჟიმი ახალ მმართველს ირჩევს
2011-11-14 20:22:37
ჩამოტვირთვა
კრემლი ოკუპირებულ ცხინვალში მარიონეტული მთავრობის თავმჯდომარეს ირჩევს. რეგიონში ეგრედ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
ვერცერთმა კანდიდატმა გამარჯვებისთვის აუცილებელი ხმების 50 პროცენტი ვერ დააგროვა. საარჩევნო უბნებზე კი მოსახლეობის სულ 66 პროცენტი გამოცხადდა. წინასწარი მონაცემებით, ხმების 24.6 პროცენტი საოკუპაციო რეჟიმის ეგრედ წოდებულმა განათლების ყოფილმა მინისტრმა ალა ჯიოევამ მიიღო, მას 0.8 პროცენტით ჩამორჩება ანატოლი ბიბილოვი. სწორედ ეს ორი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში.
მნიშვნელობა არ აქვს, ვის შეარჩევს კრემლი მარიონეტული მთავრობის თავმჯდომარედ, რადგან პროცესები აქ მოსკოვიდან იმართება, – თბილისში უკანონო არჩევნები უკვე შეაფასეს, – საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში მიმდინარე პროცესი არალეგიტიმურია და ეგრედ წოდებულ არჩევნებს არცერთი დემოკრატიული ქვეყანა არ აღიარებს.
ნატომ და ევროკავშირმა ე.წ. სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები არალეგიტიმურად უკვე შეაფასეს. ნატოს ვებ–გვერდზე ვკითხულობთ:
"ნატო არ აღიარებს საქართველოს რეგიონში – სამხრეთ ოსეთში 13 ნოემბერს ჩატარებულ არჩევნებს. ამგვარი არჩევნები ხელს არ უწყობს საქართველოში ვითარების მშვიდობინ და ხანგრძლივ დარეგულირებას. ალიანსი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას»,
ამასთან, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ქეთრინ ეშტონის პრესსპიკერიც,
»საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში 13 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების შესახებ ინფორმაციის გათვალისწინებით, ეს განცხადება არის შეხსენება, რომ ევროკავშირი არ აღიარებს იმ ტერიტორიის კონსტიტუციურ და კანონიერ ფარგლებს, რომელშიც ეს არჩევნები გაიმართა. ევროკავშირი ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისა და სუვერენიტეტისადმი, როგორც ეს აღიარებულია საერთაშორისო ნომრების მიხედვით. ევროკავშირი ხაზს უსვამს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობას რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის».
ექსპერტი ვასილ ჭყოიძე არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ცხინვალში დაპირისპირების გამწვავებას არ გამორიცხავს, თუმცა მიიჩნევს, რომ რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ე.წ. არჩევნები, იქ ნებისმიერ შემთხევაში რუსული ძალა მოვა
ე.წ. სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 13 ნოემბერს გაიმართა. რუსეთმა ოსეთისთვის ენის წართმევაც გადაწყვიტა და რუსული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადების შესახებ რეფერენდუმზე კითხვას დადებითი პასუხი მათივე მონაცემებით თითქმის 84%-მა გასცა,
ე.წ. სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 27 ნოემბერს გაიმართება.
კომენტარები