მსოფლიო
პარლამენტი ე. წ. ატსტუპნიკების შესახებ კანონში ცვლილებებზე იმსჯელებს
2011-11-14 14:29:11
ჩამოტვირთვა
ე. წ. ატსტუპნიკების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე დღეს პარლამენტი იმსჯელებს. 2012 წლის 1–ი იანვრიდან მესაკუთრეებს უფლება აღარ ექნებათ, დატოვონ საცხოვრებელი ფართი მანამდე, სანამ მხარეებს შორის არ მოხდება შეთანხმება ან სასამართლო არ გამოიტანს შესაბამის გადაწყვეტილებას.
იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრე ვერ მოიძებნა, სასამართლო დაუსწრებელ მიიღებს გადაწყვეტილებას.
დღეს მეორე მოსმენით განიხილება საგანგებო საინფორმაციო სამსახურის, ე. წ. 112–ის შექმნის საკითხი.
დღეს ბიუროს სხდომაზე მთავრობა საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებსაც წარადგენს, რომელიც 45–დან 60 წლამდე მოქალაქეების დასაქმების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ამ ინიციატივით საქართველოს პრეზიდენტი რამდენიმე კვირის წინ მთავრობის სხდომაზე გამოვიდა. ყველა ის დამსაქმებელი, რომელიც 45-დან 60 წლამდე ასაკის ადამიანს დაასაქმებს, საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდება.
კომენტარები