2 3 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

საქართველოს ქეთრინ ეშტონი ეწვევა

ჩამოტვირთვა

16 ნოემბერს საქართველოს რეგიონული ვიზიტის ფარგლებში, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ქეთრინ ეშტონი ეწვევა. ამის შესახებ დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ განაცხადა. მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში ეშტონი გამართავს შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან. "ასეთი მაღალი დონის ვიზიტი მოწმობს, რომ ევროკავშირს განსაკუთრებული ინტერესები აქვს საქართველოსთან მიმართებაში", - განაცხადა ნინო კალანდაძემ. ქეთრინ ეშტონი საქართველოში მეორედ ჩამოდის. ის ბათუმს 2010 წლის ივლისში ეწვია, სადაც ევროკავშირთან ასოცირების წევრობის შესახებ მოლაპარაკებები გახსნა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები