მსოფლიო
ფინანსთა მინისტრს საკანონმდებლო ორგანოში მოუსმინეს
2011-11-11 22:05:38
ჩამოტვირთვა
2012 წლის ბიუჯეტის განხილვა პარლამენტში. ფინანსთა მინისტრს საკანონმდებლო ორგანოში მოუსმინეს. მინისტრმა დეპუტატებს დოკუმენტის გადამუშავებულ ვარიანტზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და ბიუჯეტის ძირითად პრიორიტეტებზე ისაუბრა. ოპოზიციას დოკუმენტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს. უმცირესობა თვლის, რომ წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი არ აკმაყოფილებს საზოგადოების მოთხოვნას და არ არის ორიენტირებული სოციალურ პროგრამებზე. ბიუჯეტში, რომელიც წინა წელთან შედარებით, 323 მილიონი ლარითაა გაზრდილი და მთლიანად 7 მილიარდ 670 მილიონს შეადგენს, მთავარი პრიორიტეტი კვლავ პენსიების ზრდა და სოციალური პროგრამების დაფინანსებაა.
კომენტარები