მსოფლიო
პარლამენტის დეპუტატთა რაოდენობა 40-ით გაიზრდება
2011-11-11 14:56:58
ჩამოტვირთვა
დეპუტატების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო ცვლილება საქართველოს პარლამენტში უკვე ინიცირებულია. 83 დეპუტატის ინიციატივა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დარეგისტრირდა. საკონსტიტუციო ცვლილების მიხედვით, მშემდგომი მოწვევის პარლამენტში 107 დეპუტატი პროპორციული წესით არჩეული 107 და მაჟორიტერული წესით არჩეული 83 დეპუტატი გაერთიანდება. დეპუტატთა რაოდენობის 150-დან 190-მდე გაზრდა საარჩევნო რეფორმის ფარგლებში ხდება. ახალი ცვლილებები მორიგი საპარლამენტო არჩევნების შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებისას უნდა ამოქმედდეს. ახალი საკონსტიტუციო ცვლილების განხილვის დაწყებას პარლამენტში ერთ თვეზე მეტი სჭირდება. კონსტიტუციური კანონის პროექტი მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი დაუჭერს.
კომენტარები