პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილმა ნატოს დელეგაციის ვიზიტი შეაფასა
2011-11-10 20:38:44
ჩამოტვირთვა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნატოს დელეგაციის საქართველოში ვიზიტს ნაყოფიერი უწოდა.
როგორც ნატოს გენერალურ მდივანთან, ანდერს ფოგ რასმუსენთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ეს იყო ძალიან პროდუქტიული შეხვედრა და სასარგებლო ორმხრივი დისკუსიები.
სააკაშვილის თქმით, ქართულმა მხარემ ყურადღებით მოისმინა ნატოს წარმომადგენლების რეკომენდაციები და შეგნებული აქვს, რომ ბევრია გასაკეთებელი, რაც საშინაო დავალების სახით უნდა შესრულდეს.
"თქვენმა წინამორბედმა, როდესაც ჩამოვიდა აქ 2007 წლამდე, მე მაჩუქა ნატოს ჰალსტუხი და იმედი მქონდა, რომ თქვენ ნატოს პიჯაკს მომცემდით და იმედი მქონდა, არ გავიყინებოდი ნატოს პიჯაკის გარეშე. მე მეგონა, მივიღებდი ამ პიჯაკს, რომელიც ამ ჰალსტუხს ძალიან მოუხდებოდა", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
კომენტარები